ახალი ამბები
კასპში ინვესტორი ითხოვს, რომ მისი საბუთებიდან რუსეთის მოქალაქეობა ამოიღონ
კასპში, სახელმწიფომ 67 ჰა მიწის ფართობი 1,01 მლნ ლარად გაყიდა. კომპანია ,,ფემილი ფარმს"-ს აუქიონზე კონკურენტი არ ჰყავდა. შესაბამისად, კონკურსი პირველივე ტურში მისი გამარჯვებით დასრულდა.

ინვესტორმა მიწის ფართობები შეიძინა კავთისხევისა და ქვემო ხანდაკის ტერიტორიაზე. დაახლოებით 67 ჰა ფართობი 2021 წელს გაიფორმა.

აუქციონის პირობის მიხედვით, ,,ფემილი ფარმმა" აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა გააშენოს ნერგები. ტერიტორიის 65%, უახლოეს 3 წელიწადში, ნერგებით უნდა იყოს დაფარული.

ეს ის ადგილია, სადაც კარიერის დასახლება მდებარეობს, ხოლო მოსახლეობა მუდმივად ჩივის, რომ ჰაერი ცემენტის მტვერითაა სავსე.

მიწის ნაკვეთებზე ამჟამად, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.


დღევანდელი მონაცემებით, ,,ფერმილი ფარმი" ეკუთვნის ანა ქვირიას (ორმაგი მოქალაქე) და ვინმე გიორგი არველაძეს.

ანა ქვირიამ საჯარო რეესტრს მიმართა წერილობით, რომ მისი გრაფიდან ამოღებულ იქნეს ორმაგი მოქალაქება (საქართველოსა და რუსეთის) და დარჩეს მხოლოდ – საქართველოს მოქალაქეობა.

საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა ინვერსტორს განუცხადა, რომ დოკუმენტაცია სათანადოდაა შედგენილი და გრაფიდან რუსეთის მოქალაქეობა არ წაიშლება.

,,ფემილი ფარმის" დამფუძნებლებმა დირექტორად დანიშნეს რუსეთის მოქალაქე, პეტერბურგელი იური კოროტჩენკო და ასევე საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კერესელიძე.

რაც შეეხება გიორგი არველაძეს, ის სხვა მრავალ კომპანიაში ფლობს წილებს, მაგალითდ, ისეთებში, როგორიცაა შპს GD ინვესტ გრუპი, ევრაზია ტრანზიტი, უბიკი, ნიკე ფილმი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები