ახალი ამბები
ხახეთის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
31 წლის წინ, 1991 წლის 29 აპრილს, მთის მასამ ჯავის რაიონის სოფელი ხახეთი მიწის ქვეშ მოაქცია. დაიღუპა 42 ადამიანი, მათ შორის, 21 ბავშვი.

ფოტოები ცხინვალის გაზეთ ,,სამხრეთ ოსეთის'' რედაქტორმა გადაიღო.

1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრა ,,რაჭის მიწისძვრითაა'' ცნობილი, რომლის ეპიცენტრი იყო თოფარასაბვის ქედის აღმოსავლეთით.

მიწისძვრის შემდეგ ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდ. ხახიათისწყლის ვიწრო ხეობა და წარმოქმნა 100 მ სიგანისა და 300 მ სიგრძის ტბა.

მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასის ქვეშ მოჰყვა 20-კომლიანი სოფელი 40 მცხოვრებით. მაგნიტუდა 7,0, ინტენსიურობა ეპიცენტრში - 9 ბალი.


მიწისძვრამ დიდი ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 25 000 საცხოვრებელი სახლი. უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე კაცი. დაიღუპა - 200 ადამიანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები