ახალი ამბები
უფლისციხეში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას მაისიდან ელიან
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა რაოდენობამ იმატა. მუზეუმში დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას მაისიდან ელიან.

მუზეუმის დირექტორმა გორის მერიის საინფორმაცი გვერდის, გორის მაცნეს საშუალებით განაცხადა, რომ იანვარ-თებერვალი და მარტიც, გარკვეულწილად პასიური პერიოდი იყო ტურიზმისთვის:

,,მიმდინარე თვიდან კი შესამჩნევად იმატა ვიზიტორთა რაოდენობამ. ამ ეტაპზე, დღიურად, საშუალოდ, 200, 300, ზოგჯერ 400 ვიზიტორსაც ვმასპინძლობთ, სტუმართა რაოდენობა დამოკიდებულია ამინდზე, ტემპერატურაზე, კვირის დღეებზე, მაგალითად, შაბათ-კვირას ყოველთვის მეტი ვიზიტორი გვყავს, დღეში 400-მდე. ბუნებრივია, ეს ციფრი ურიგო არ არის აპრილის თვისთვის, მაგრამ ნამდვილად ვერ გაუტოლდება პანდემიამდე არსებულ ვითარებას, როცა დღეში 1000-მდე ტურისტს ვიღებდით. გვაქვს მოლოდინი, რომ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, მაისიდან მოიმატებს ვიზიტორთა რაოდენობა. რაც შეეხება უფრო აქტიურ ქვეყნებს, ამგვარად ვერ გამოვყოფთ, შერეულადაა ვიზიტორთა ჯგუფები, როგორც ადგილობრივები, ასევე ქვეყნის გარედან შემოსული ტურისტული ჯგუფები. ერთი რომელიმე ქვეყნის ვიზიტორები რაოდენობრივად გამორჩეული არ არის", - განაცხადა ბადრი გასპაროვმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები