ახალი ამბები
მდინარე ქსანმა თვაურებში ელექტრობოძები წააქცია
ადიდებულმა მდინარე ქსანმა ელექტრობოძები წააქცია სოფელ თვაურებში.

დაახლოებით 200 - კომლიან სოფელს დენის მიწოდება გუშინ შეუწყდა.

ამჟამად დასახლებაში არსებული სადენები სოფელ ლამისყანის სისტემას დააკავშირეს. ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.

რაც შეეხება დაზიანებულ სადენებს, მისი აღდგენა მდინარის კალაპოტში წყლის დონის შემცირების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

სოფელ თვაურებს დენი მდინარის მეორე სანაპიროდან, ოძისის ქვესადგურიდან მიეწოდებოდა.

ამავე სადენებით სარგებლობს წყალსაქაჩიც, რომლის მეშვეობით ირწყვება ლამისყანის თემში შემავალი სოფლები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები