ახალი ამბები
,,დაგვიბრუნეთ საძოვრები'' - პროტესტი სოფელ უფლისციხეში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში აქციებით იმუქრებიან. ისინი იმ საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც კერძო პირზე გასხვიდა.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ საძოვრების პრობლემა არ მოგვარდება, მუზეუმ-ნაკრძალ უფლისციხებმდე მისასვლელ გზას გადაკეტავენ.

,,როგორც ჩვენ გავიგეთ, ეს მიწები იჯარითაა გაცემული. ეს ტერიტორია თუ ბოლომდე მოხნეს, მაშინ საძოვრების გარეშე ვრჩებით' - გვითხრეს ადგილობრივებმა.

მეორე დღეა, მიწის ფართობზე ტრაქტორი მუშაობს. ადგილობრივმა აიძულეს, რომ მას მუშაობა შეეწყვიტა.

მოსახლეობასთან შესახვედრად სოფლის წარმომადგენელი მივიდა, ასევე ის კერძო პირი, ვინც მიწას ფლობს:

,,მე აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. რაც მე მეკუთვნის, ის უნდა დავამუშავო'' - აცხადებს მიწის მფლობელი. ის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 6.5 ჰა მიწის ფართობი სახელმწიფომ იჯარით 2019 წელს გასცა. საიჯარო ხელშეკრულების ვადაა 25 წელი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები