ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 2 მაისი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 51 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 221-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.84%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 293-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 811 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა,

აჭარა - 5,

იმერეთი - 3,

ქვემო ქართლი - 0,

შიდა ქართლი - 2,

გურია - 2,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0,

კახეთი - 2,

მცხეთა-მთიანეთი -0,

სამცხე-ჯავახეთი - 1,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 091 საიდანაც, 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 165, აჭარაში - 9, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 7. 805 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები