ახალი ამბები
კასპის სტადიონის სადენები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის
კასპში ნინოშვილის ქუჩაზე განათების ხაზები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ მერიას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს.

როგორც ირკვევა, ტრანსფორმატორიდან სტადიონის გასანათებლად გამოყენებული მასალა არაა სრულად იზოლირებული.

სადენების ნაწილი მიწის ქვეშაა გაყვანილი, ნაწილი - ელექტრო ბოძებზე:

,,ხაზი დარღმართზე ჩამოიყვანეს, მიწაში ჩაფლეს, მაგრამ ნიაღვარმა მიწა გადარეცხა. უკვე ჩანს ხაზები. უბანში ბავშვები თამაშობენ, გვეშინია არაფერი მოხდეს'' - გვითხრეს ნინოშვილის ქუჩაზე.

რაც შეეხება განათების ბოძს, მოსახლეობა აცხადებს, რომ შესაცვლელია ხის ბოძი, ასევე, სადენებსაც უფრო მყარი იზოლაცია სჭირდება:

,,ეს სადენები დაახლოებით 2 წელია რაც გააკეთეს. წესით ყველაფერი მიწის ქვეშ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნაწილი ზევით გააკეთეს. ძალიან დიდი სადენებია. ისეთი სიმძიმე ჰქონდა, რომ ჩვენს სიმაღლემდე იყო დაწეული. ვიბრძოლეთ, რომ ეს სადენები მაღლა აეწიათ. ახლა უკვე საჭიროა უფრო მეტად მოხდეს იზოლაცია'' - აცხადებენ ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები