ახალი ამბები
სურამში ,,პარკ ჰოტელი" ააშენებს სასტუმროს
ხაშურის საკრებულომ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვით, სურამში, ჩუმათელეთის დასახლებაში ახალი სასტუმრო აშენდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ხაშურის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.



პროექტის მიხედვით, სასტუმრო კოტეჟის ტიპის იქნება. ტერიტორია ეკუთვნის ,,პარკ ჰოტელს", რომელიც კახეთში, ერთ-ერთი პრესტიჟული, წინანდლის სასტუმროს მფლობელია.

ჩუმათელეთში წლების წინ სანატორიუმი მდებარეობდა. აღნიშნული ტერიტორია აუქციონზე ჯერ კიდევ 2016 წელს აუქციონზე გაიტანეს, თუმცა ჩაიშალა. სანატორიუმი, რომელშიც თავის დროზე, 27 ნაგებობა შედიოდა, 890 000 ლარად იყო შეფასებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები