ახალი ამბები
გორში ჟურნალისტების უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმების შესახებ შეხვედრა გაიმართა
4 მაისს, გორში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას (GDI) წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან მედიის თავისუფლების საკითხებზე.

GDI-ის თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა ისაუბრა ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებსა და ძალადობაზე, ასევე ჟურნალისტების უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე. #GDI-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების დირექტორმა მარი კაპანაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ბოლო დროს ჟურნალისტების მიმართ წარმოებული სამართლებრივი დავები ცილისწამების საკითხებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც აფერხებს ადგილობრივი მედიის მუშაობას შიდა ქართლის რეგიონში.

GDI მედიის თავისუფლების საკითხებზე საქმიანობას ახორციელებს „ევროპული წვლილი დემოკრატიისათვის“ (EED) პარტნიორობითა და მხარდაჭერით პროექტის „მედიის თავისუფლების დაცვა კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო პრაქტიკაში რეგულაციების გაუმჯობესების გზით“ ფარგლებში
Print

სტატიის გამოყენების პირობები