ახალი ამბები
ვეფხისტყაოსნის მთარგმნელის გიორგი ბესტაუთის შემოქმედება გაიხსენეს ცხინვალში
გიორგი ბესტაუთის დაბადებიდან 90-წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ცხინვალში.

ცხინვალის უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს ლუდვიგ ჩიბორივის წიგნიც. წიგნი სწორედ გიორგი ბესტაუთის შემოქმედებას ეძღვნება.

ღონისძიებას ესწრებოდა თვით ლუდვიგ ჩიბიროვიც - დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პირველი პრეზიდენტიც. ასევე, დე-ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც.

გიორგი ბესტაუთი (1932 - 1978) - გამოჩენილი ოსი პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და ლიტერატურათმცოდნე იყო.

მან ოსურად თარგმნა ვეფხისტყაოსანი.

ბესტაუთი გორის სოფელ ერგნეთში დაიბადა და 1978 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ცხინვალში.

ამჟამად, ერგნეთში ცხოვრობს მისი ძმის შვილის - ლალი ბესტაევი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები