ახალი ამბები
ბოლო ერთ კვირაში, შიდა ქართლში, სიმაღლიდან ორი ბავშვი გადმოვარდა
ბოლო ერთ კვირაში, შიდა ქართლში, სიმაღლიდან ორი ბავშვი გადმოვარდა.

ერთი შემთხვევა გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მოხდა, მეორე ერთი კვირის წინ - ხაშურში.

ხელთუბნის ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, ხოლო ხაშურში წლინახევრის ბავშვს მკურნალობა დასჭირდა.

ხაშურის ტელეკომპანია ,,ივერიამ'' გაარკვია, რომ მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ნიადაგზე დაეცა, ხოლო ის ფაქტი, რომ ეზოში მდგარმა ქალმა დაიჭირა, სიცრუე აღმოჩნდა.

რაც შეეხება მესამე ფაქტს, გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი სკოლის კიბიდან, ბავშვის დაგორების შესახებ, სკოლების ადმინისტრაცია ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები