ახალი ამბები
გორში 26 მაისის აღნიშვნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 04 მაისის განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის − 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, ამ დღის აღნიშვნა სამინისტროებს და სხვა უწყებებს დაევალათ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

2022 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო პროგრამის "ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის" განხორციელება.

ამ პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ თავის დაქვემდებარებულ უწყებას სოფლის განვითარების სააგენტოს დაავალა ქ. გორში ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა/ბაზრობის მოწყობა, ღვინის დეგუსტაციის კუთხის მოწყობა, მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა, თემატური ფოტოსტენდების მოწყობა, 26 მაისის ლოგოს ინსტალაცია, კოსტიუმირებული მსვლელობების მოწყობა, საბავშვო კონცერტის მოწყობა და საზეიმო აღნიშვნა.

ფოტო: საკუთარი, 2018 წლის 26 მაისი
Print

სტატიის გამოყენების პირობები