ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ,,მხიარული სტარტები'' დაიწყება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლებში ,,მხიარული სტარტები'' მაისში ჩატარდება.

ამის შესახებ გორის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორმა ზურაბ ილურიძემ 6 მაისს მიღო.

მისი ცნობით, პროგრამისთვის 15 000 ლარამდე დაიხარჯება.

კულტურის ცენტრი თანხას გადაუხდის საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნულ ფედერაციას, რომელიც ვალდებულია იქნება მითითებულ სკოლებში მხიარული სტარტების ჩატარება უზრუნველყოს.

თუმცა, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ განმარტავს, თუ რომელი სკოლების მოსწავლეებისთვისაა გათვალისწინებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები