ახალი ამბები
როიალისა და ფორტეპიანოების გადასაცემად სამუსიკო სკოლებს შორის კონკურსი გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის "სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება" გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:

"როიალის განახლება ხაშურის სამუსიკო სკოლაში", განმახორციელებელი - ა(ა)იპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანება. შესაძენი ინსტრუმენტი - 1 როიალი (ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზისთვის);

"სამუსიკო სკოლებში ინსტრუმენტების განახლება", განმახორციელებელი - ა(ა)იპ კულტურისა და სახელოვნებო სკოლების დაწესებულებების გაერთიანება (ქ.კასპი). შესაძენი ინსტრუმენტები: როიალი - 2; ფორტეპიანო - 10, გაერთიანებაში შემავალი კასპის სამუსიკო სკოლისთვის.

სულ 7 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის სამუსიკო სასწავლებლების ინსტრუმენტების ფონდის განახლებისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის მიზნით შეძენილი იქნება 105 ინსტრუმენტი.

კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 400 000 ლარს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები