ახალი ამბები
გორელმა მოქალაქემ დაბადების დღე ,,ხანდაზმულთა სახლში'' აღნიშნა
გორელმა მოქალაქემ მაია ბიბილაშვილმა დაბადების დღე ხანდაზმულთა სახლში გადიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,შენი თბილი კერას'' ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

მაია ბიბილაშვილი ადვოკატია. მასთან ერთად, თავშესაფარში იმყოფებოდნენ მისი მეგობრები:

,,Დღეს ხანდზმულთა სახლი ,,შენი თბილი კერას'' ბენეფიციარები მოინახულეს და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს ქალბატონმა მაია ბიბილაშვილმა, მისმა მეგობარმა ქალბატონმა თინიკომ და პედაგოგმა ლალი გიგუაშვილმა. Მათმა სტუმრობამ გაახალისეს ხანდაზმულები'' - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჟუჟუნა წერეთელი.

ჟუჟუნა წერეთლის ინფორმაციით, ერთ-Ერთმა ბენეფიციარმა სიმღერა მიუძღვნა იუბილარს.



ხანდაზმულთა სახლი ,,შენი თბილი კერა'' 2021 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს. სახლი მოხუცების ახლობლებისა და სხვა შემწირველების დახმარებით არსებობს.

სახლის იდეა სასტუმროს მფლობელებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც პანდემიის პერიოდში, შემოსავალი დაკარგეს. "გორის ჰაუსის", ამჯერად კი, - ,,შენი თბილი კერის'' დამფუძნებელი, ჟუჟუნა წერეთელი გვიყვება, რომ როდესაც შეზღუდვების გამო სასტუმრო დაიხურა, დილემის წინაშე აღმოჩნდნენ.

,,სასტუმროს გაკეთება გადავწყვიტეთ მაშინ, როდესაც ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრი ტურისტი მოდიოდა და მუშაობა გვქონდა. ძალიან აქტიურად ვმუშაობდით. ვმონაწილეობდით სხვადასხვა პროექტში და ჯილდოებიც კი გვაქვს მიღებული. გადავლახეთ ის წინააღმდეგობები, მაგრამ ვერ გადავლახეთ პანდემიისგან გამოწვეული შემოსავლების სიმცირე. ამიტომ, მოგვიწია გამოსავალზე ფიქრი და სასტუმროს ნაწილი ხანდაზმულებს დავუთმეთ", - ამბობს ჟუჟუნა წერეთელი.

მან და მისმა პარტნიორებმა მოიძიეს ინფორმაცია იმ სოციალურად დაუცველი ადამიანების შესახებ, ვისაც თავშესაფრით დახმარება სჭირდებოდა.


იხ. ამავე თემაზე:


სასტუმრო, რომელიც პანდემიისას ხანდაზმულთა სახლად გადაკეთდა


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები