ახალი ამბები
ძიუდოს ჩემპიონატში გამარჯვებულები გორიდან
გორის მერიის სპორტის სააგენტოს ცნობით, თბილისში, სპორტსაზოგადოება ,,განთიადის" ღია პირველობაზე, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების ძიუდოისტთა გუნდები იღებენ მონაწილეობას, პირველი საშეჯიბრო დღე გორელებმა - 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

შეჯიბრება, 2007-2008 წწ დაბადებულ ვაჟებსა და 2006-2007 წწ დაბადებულ გოგონებს შორის მიმდინარეობს.

პირველ ადგილებზე გავიდნენ: დათო სადაღაშვილი (46 კგ), გიორგი ბაბუციძე (55 კგ) და ნუცა თათრიშვილი (57 კგ) - სამივე გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა.

ბრინჯაოს მედალი მარიამ აბალაკმა მოიპოვა (+78 კგ) - შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები