ახალი ამბები
ცხინვალში ალან გაგლოევის გამარჯვებას ზეიმობენ - ანატოლი ბიბილოვი ხალხს ემშვიდობება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. 

ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

მისი გამარჯვება ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აღიარა. ბიბილოვმა პარტია "ნიხასის" ლიდერს ალან გაგლოევს წარმატებული მუშაობა უსურვა.

,,ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი, - განუცხადა ჟურნალისტებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

ბიბილოვი რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს სამოქალაქო მოვალეობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის წინასწარი შედეგებით ალან გაგლოევი იმარჯვებს,'' - ამის შესახებ ცესკოს ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ პრესცენტრში განაცხადა.

"ოქმების 18%-ის დამუშავების მიხედვით: ანატოლი ბიბილოვი აგროვებს - 2274 ხმა (37%), ალან გაგლოევი - 3686 ხმას (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236 ხმა (3,79%)", - განაცხადა მან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები