ახალი ამბები
9 მაისს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი 500 ლარს მიიღებენ.

შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77-ე წლისთავი აღინიშნება. დასავლური ქვეყნები ამ დღეს 8 მაისს აღნიშნავენ, საქართველო ნაციზმზე გამარჯვების დღეს, რუსეთის მსგავსად, 9 მაისს აღნიშნავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები