ახალი ამბები
გორში დაიწყო კაპანია - ,, გავაჩუქებ და ვათხოვებ საბანკეტო ტანსაცმელს''
გორის მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკეტოდ ტანსაცმლის გაჩუქებასთან დაკავშირებით დაწყებულ კამპანიას უერთდება.

კამპანია ფეისბუქის ჯგუფში ,,ჩემი გორი'' დაიწყო და მასში უამრავი ადამიანი ჩაერთო.

თავდაპირველად, აქცენტი სოციალურად დაუცველ ოჯახის წევრებზე გაკეთდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა საბანკეტოდ შვილების მომზადების საშუალება საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახის წევრებსაც არ აქვთ.

ამიტომ, დახმარების გამცემთა და მსურველთა რაოდენობამ მოიმატა.

კამპანიაში ჩართულები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გასულ წლებში, სპეციალურად ბანკეტისთვის კაბები და ტანსაცმელი შეიძინეს და დღესდღეობით აღარ იყენებენ.

კამპანიაში მონაწილეობენ მშობლებიც. წლევანდელი კურსდამთავრებულების მშობლებს სთავაზობენ ტანსაცმელს.

კამპანია კიდევ უფრო შორს წავიდა. მაგალითად, ტანსაცმლის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ საბანკეტოდ ერთ-ერთ მოსწავლეს უფასოდ გამოაწყობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები