ახალი ამბები
წითელი დროშების გამოყენების გამო გორში კომუნისტების ლიდერი დააკავეს
გორში, საბჭოური დროშების გამოფენის გამო, ერთიანი კომუნისტების პარტიის ლიდერი თემურ ფიფია დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, პატრულის წარმომადგენლების დახმარებით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

თემურ ფიფია ითხოვს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას წითელი დროშების გამოყენების უფლება მისცეს, თუმცა მისი მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, პოლიციაში წაიყვანეს.

წინა დღით, თემურ ფიფიამ დააანონსა, რომ გორში ჩატარდება აქცია წითელი დროშებით:

,,მიტინგი წითელი დროშებით. სლოგანი: "სოციალიზმი! გამარჯვება! სტალინი!" მოვითხოვთ რუსეთთან დიპლომატური ურთიერთობების აღდგენას. ასევე, მოვითხოვთ, შეჩერდეს კომუნისტური სიმბოლიკის ამკრძალავი კანონის მოქმედება. ორგანიზატორები: ერთიანი კომუნისტური პარტია, პარტიის გორის კომიტეტი, საზოგადოება "სტალინი" (ზურაბ მეზვრიშვილი) და ეროვნული ერთიანობის კავშირი (თეიმურაზ მაკარიძე).' - აღნიშნული იყო მის განცხადებაში.

დღეს 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. 

არქივის ფოტო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები