ახალი ამბები
გორში სადგურის დასახლების სასაფლაომდე ბეტონის გზა გაკეთდება
გორში, სადგურის დასახლების საფლაომდე ბეტონის გზა გაკეთდება. ასევე, გაკეთდება გზა ტინისხიდის სასაფლაომდეც.

მერიამ ტენდერი გამოცხადა. ჯამში 1 მლნ ლარი დაიხარჯება. ამავე პროგრამაში შეიტანეს დიდი გორიჯვრის სასოფლო გზა.

სადგურის დასახლებაში სასაფლაოს გზა 300 მ-მდე სიგრძინისაა. როგორც პროექტის ავტორიმა დაადგინა, ამ მცირე მონაკვეთში 8 მოსახვევია.

მერიაში ორივე სასაფლაოს გზების გაკეთებას დიდი ხანია აპირებდნენ, რადგან ეს პროექტი გარკვეულ წილად ქალაქის მთავარ სასაფლაოს განტვირთავს.

სადგურის დასახლებაში მცხოვრებლები აღარ გამოიყენებენ კვერნაკის სასაფლაოს, ხოლო ტინისხიდის სასაფლაოს კომბინატის დასახლებაში მცხოვრებლებიც იყენებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები