ახალი ამბები
გორში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა - ოჯახი გადარჩა
გორში ევდოშვილის ქუჩაზე იმ საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რომლის შიგნით ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

,,სახლში ვიყავით, როცა ჩემი სახლის კედელი ჩამოინგრა. ოჯახი გადავრჩით ფაქტობრივად. თავიდან ჭრაჭუნის ხმა გავიგეთ. მერე შეგვაზანზარა. მართლა გადავრჩით'' - გვითხრა დანგრეული სახლის მფლობელმა.



მის მეზობლად სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. დაწყებულია გამოძიება, რომლითაც უნდა დადგინდეს, სამშენებლო პროცესმა თუ სხვა გარემოებამ გამოიწვია სახლის ნგრევა.

ნგრევის მაპროვოცირებელ გარემოებად მიწისძვრაც სახელდება. 



იმ ადგილას, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ადრე ძველი სახლი მდგარა. 

,,ადრე აქ ძველი სახლი იდგა, ის დაშალეს და ახალს აშენებენ. შესაძლოა, ამ სახლების კედლები ერთმანეთს ამაგრებდნენ. ძველი აშენებული სახლებია. შეიძლება ამანაც გამოიწვია ნგრევა'' - ამბობენ ევდოშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები