ახალი ამბები
,,მძიმე ღამე გვაქვს" - გორის პოლიციის უფროსი ქალაქის ცენტრში მომხდარი ჩხუბის შემდეგ
გორის ცენტრში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა. 

დაპირისპირება წინასწარი ინფორმაციით, რესტორანში დაიწყო. შემდეგ კი ჩხუბის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბანში გაიფანტნენ.

პოლიციის თანამშრომლები მათ ქალაქის მასშტაბით ეძებდნენ.

ერთ-ერთი დაშავებული ახალგაზრდა სადგურის დასახლებისკენ გაიქცა. მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა და ტროტუარზე იწვა.

,,მძიმე ღამე გვაქვს" - აღნიშნა გორის პოლიციის უფროსმა გამომძიებლებთან საუბრის დროს.

რესტორნის წარმომადგენლების თქმით, დაწესებულების წინ დამტვრეული ჭურჭელი არაფერს ნიშნავს: ,,ღვინის ჭიქები გაუტყდათ უბრალიდ, ხელიდან გაუვარდათ" - აღნიშნა რესტორნის წარმომადგენელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები