ახალი ამბები
ქარელში ორსული ქალი დაიღუპა
ქარელში ორსული ქალი დაიღუპა. 30 წლის ქალი 10 მაისს სოფელ საღოლაშენში დაკრძალეს.

ის ქვენატკოცის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.

საბავშვო ბაღის დირექტორმა გვითხრა, რომ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტრომბი სახელდება. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია კოვიდის შესახებ, სავარაუდოდ სიცრუეა, რადგან კოვიდის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ფარეხელაშვილი ამბობს, რომ ეპიდემიოლოგებმა კოვიდის შემთხვევა არც ოჯახში, არც საბავშვო ბაღში და არც კონტაქტებში არ დაადგინეს:

,,ეს სამწუხარო ფაქტი რომ მოხდა, მას შედეგ კიდევ მოვიკითხეთ ისტორია, მაგრამ კოვიდთან დაკავშირებით რაიმე საეჭვო შემთხვევა არ დაგვიფიქსირებია. საბავშვო ბაღის თანამშრომლები ერთი კვირით ადრეც გვყავდა შემოწმებული და სისტემატიურად ვამოწმებთ ახლაც. კოვიდის შემთხვევა საერთოდ არ დასტურდება. დაახლოებით ორი თვის წინ, ერთ-ერთ შემოწმებაზე ყოფნის დროს, ამ ქალბატონს ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ კოვიდი არ გამოვლინდა. სხვა მიზეზი ჩვენთვის უცნობია'' - გვითხრა ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

სოფელი საღოლაშენი შედის ბრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ბრეთის რწმუნებული დავით ძმორაშვილი აცხადებს, რომ მას კოვიდის შემთხვევების შესახებ, არაფერი სმენია.

რაც შეეხება საავადმყოფოს პოზიციას, ,,ევექსის'' კლინიკაში საერთოდ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

შესწორება: თავდაპირველად მითითებული იყო, რომ ქალი საავადმყოფოში დაიღუპა, თუმცა კლინიკის თანამშრომლების განცხადებით, საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები