ახალი ამბები
ბერშუეთის გზის რეაბილიტაცია ტექნიკის გარეშე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში 3 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თუმცა, ადგილზე სამშენებლო ტექნიკა არ დაგვხვდა. გეგმის მიხედვით, მაისის მეორე კვირიდან უკვე ,,საგზაო სამოსის'' სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს.

როგორც კომპანია ,,შარას'' წარმომადგენელმა ამირან მშვენიერაძემ გვითხრა, ტექნიკა ადგილზე მუშაობს. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, სხვა ადგილზე იმყოფებიან, თუმცა სარეაბილიტაცია გზა თითქმის მთლიანად ჩანს.

კომპანიის დირექტორმა დაამატა, რომ შესაძლოა ტექნიკა სოფლის ტერიტორიაზე მუშაობს, თუმცა ტექნიკა არ სოფლის ტერიტორიაზე იყო.

სამუშაოები 2022 წლის მარტში დაიწყო და თანხის 20% ათვისებული. კომპანია ,,შარამ'' ტენდერში გაიმარჯვა და 1,35 მლნ ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოები 2022 წლის ივლისამდე უნდა დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები