ახალი ამბები
გომსა და ვაყაში ნაკვეთების საკადასტრო აზომვით–აგეგმვითი სამუშაოები მიმდინარეობს - ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომსა და სოფელ ვაყაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით–აგეგმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფები ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოებს მესაკუთრეების თანდასწრებით ახორციელებენ.

პროცესი სრულად ელექტრონულია – საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად ავსებენ, რითიც ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდეა დაყვანილი. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საკუთრების უფლების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებასაც უწევენ .

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს.

ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად აიზომება და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება. სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემთა ბაზა შეიქმნება და უძრავი ქონების ბაზარი განვითარდება.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას – საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები