ახალი ამბები
ბრილის გზა 2023 წელს მოასფალტდება - აცხადებენ ხაშურის მერიაში


ხაშურის მერიის იფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, გიორგი პაპიაშვილის განცხადებით, ბრილის გზა 2023 წელს მოასფალტდება.

ამის შესახებ განცხადება ადგილობრივი ტელევიზიის, ტვ ივერიის ეთერში გააკეთა. იგი გამოუხმაურა qartli.ge-ზე 16 მაისს გასულ ვიდეოს, სადაც ბრილში გადაღებული კადრებია გამოყენებული.

ადგილობრივმა მკვიდრმა აქციის მიმდინარეობა მობილური ტელეფონით გადაიღო.

ვიდეოს მიხედვით, შეკრებილ მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაძაბული საუბარი მიმდინარეობს. მოსახლეობა განსაკუთრებით გაღიზიანდა იმ ფაქტით, რომ ჩინოვნიკები ადგილზე საკმაოდ ძვირადღირებული მანქანით მივიდნენ, რომლითაც დაზიანებული გზის სირთულეს ვერც იგრძნობდნენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ცენტრალურ მაგისტრალიდან მისვლა სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი უჭირთ. გიორგი პაპიაშვილის განცხადებით, 2023 წლამდე ბრილის გზა მოიხრეშება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები