ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღში უკრაინელ და-ძმას თანატოლები უკრაინული სამოსით დახვდნენ
გორის IX საბავშვო ბაღში უკრაინელი და-ძმა ჩაირიცხა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერმა გიორგი შათირიშვილმა, ბაღის პერსონალთან ერთად, უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.



ჯგუფელები უკრაინის ნაციონალური სამოსითა და ჰიმნით შეეგებნენ პატარებს. მინიონის გმირმა და აღმზრდელებმა კი ჯგუფში შესვლისას ბავშვებს სახალისო აქტივობები შესთავაზეს.

,,ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ უკრაინელი პატარები სრულფასოვნად ადაპტირდნენ ახალ გარემოში"" - განაცხადა ბაღის აღმზრდელმა.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ოჯახი ქალაქ ივანკოვიდან ჩამოვიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები