ახალი ამბები
გორის ლეგიონის ახალწვეულები სამხედრო ლაშქრობეაზე
გორის ლეგიონის ახალწვეულების სამხედრო ლაშქრობა გრძელდება. ისინი გაეცნენ პირველადი დახმარების საფუძველებს.

ჯგუფის ადმინისტრაციის ცნობით, ახალგაზრდებმა გაიარეს შესაბამისი პრაქტიკა, რომელიც მოიცავდა: CAT ტურნიკეტის, იმპროვიზებული ტურნიკეტის, დამწოლი სახვევის დადებას, ჰიპოთერმიის პრევენციასა და დაშავებულის უსაფრთხო პოზიციაში მოთავსებას.

კურსანტებმა განიხილეს ინდივიდუალური და ჯგუფური პირველადი დახმარების ჩანთების შემადგენლობა. სწავლების ბოლოს რეკრუტებმა დაშავებულის გადაყვანის ხერხები პრაქტიკაში გაიმეორეს.

პროგრამის იხ. უფრო ვრცლად:

გორში სამხედრო ახალგაზრდული ლაშქრობა დაიწყო
Print

სტატიის გამოყენების პირობები