ახალი ამბები
სოფელ ქვენატკოცაში თამარ საგინაშვილს ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით ახალი ტექნიკა გადაეცა
4 წლის წინ თამარ საგინაშვილმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, ახალი საქმე წამოეწყოთ. დღეისათვის უკვე ასზე მეტი მაღალპროდუქტიული, მეწველი ფური ჰყავთ და რძეს აწარმოებენ.

ქარელის რაიონში, სოფელ ქვენატკოცაში მოწყობილ ფერმაში ადგილობრივი მოსახლეობაც დაასაქმეს. ფერმერებს თვითონვე მოჰყავთ სიმინდიც, რომლისგანაც ძროხების საკვებს, სილოსს ამზადებენ.

სწორედ საქონლისთვის უკეთესი ხარისხის საკვების მისაღებად, თამარის მეურნეობას, ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით, ახალი ტექნიკა გადაეცა.

„ტრაქტორი და ნაკელის გამტანის 8-ტონიანი მისაბმელი დაგვეხმარება, ორგანულ სასუქზე მოვიყვანოთ სიმინდი, ასევე, წარმოების პროცესი უფრო მოქნილი და იაფი გახდება", - ამბობს თამარი.

როგორ მოვიპოვოთ გრანტი, გადადით ბმულზე
Print

სტატიის გამოყენების პირობები