ახალი ამბები
კასპში კომპანია დაიწუნეს იმის გამო, რომ მდინარის კალაპოტში მიწის ტკეპნა არ გაითვალისწინა
კასპში კომპანია ,,გალ-მშენი'' დაიწუნეს იმის გამო, რომ მდინარე ლეხურას კალაპოტიდან  ქვა-ღორღის გატანის დროს ტკეპნა არ გაითვალისწინა.

ამის შესახებ კომპანიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესყიდვების სააგენტოში უჩივლა.

საჩივრის მიხედვით, იგი გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ მიზეზი ყოვლად გაუმართლებელია.

,,სატენდერო დოკუმენტების ჩანაწერებიდან ცალსახად დასტურდება, რომ კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო დატკეპნის გარეშე. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია სატენდერო კომისიამ ხარვეზად დატკეპნის სამუშაოების არ მითითება.?'' - აინტერესებს კომპანია გალ-მშენის წარმომადგენელს.

კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ხდება მდინარის კალაპოტის სიგანის ხშირი ცვლილება. აქედან გამომდინარე, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშბული, დამბის მოწყობა ხდება დატკეპნის გარეშე ბუნებრივი ფორმირების გზით.

qartli.ge წერდა, რომ კასპში მდინარე ლეხურის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 1,3 მლნ ლარი გამოიყო.




Print

სტატიის გამოყენების პირობები