ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორი-სკრის გზაზე
გორი-სკრის გზაზე ავარია მოხდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ავარიის გამომწვევ მიზეზებს გორის შს სამმართველოს ხიდისთავის  განყოფილების თანამშრომლები ადგენენ.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. თუმცა, როგორც შემთხვევის ადგილიდან გვაცნობეს, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები