ახალი ამბები
კასპის სამუსიკო სკოლების გაერთიანებას, სადაც შორენა შეშაბერიძე მუშაობს, 2 როიალს აჩუქებენ
კასპში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, ერთ-ერთმა მოქალაქემ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ის მართლმადიდებელია.

ეს პიროვნება კასპის სამუსიკო სკოლის დირექტორი შორენა შეშაბერიძე აღმოჩნდა.



,,მოგესალმებით, დიდი მადლობა ყველაფერისთვის, აღმშენებლობისთვის, თქვენი პატრიოტიზმისთვის, მართლმადიდებლობისთვის, მადლობა სიმშვიდისთვის, რომ ცეცხლის ალში არ გაგვხვიეთ'' - უთხრა შორენა შეშაბერიძემ.

ერთი კვირის წინ, აღნიშნულ სკოლას 60 000 ლარიანი გრანტი კულტურის სამინისტრომ გადასცა. ამ თანხით, სკოლამ უნდა შეიძინოს 2 როიალი და 10 პიანინო.

სამუსიკო სკოლის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს სთხოვა, რომ მუნიციპალიტეტში საცურაო აუზი გაკეთდეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები