ახალი ამბები
2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ ხიდისთავში კლუბის შენობის ნგრევა დაიწყო
ასე გამოიყურება დღეს გორის მუნიციპაიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე კლუბის შენობა.

შენობის ნაწილი 2022 წლის 12 მარტს ჩამოინგრა. მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ კლუბის შენობა უფუნქციო იყო.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შენობა 2018 წლის 24 აპრილიდან 4 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა გორის კულტურის განვითარების ცენტრს.

სარგებლობის ვადა 2022 წლის 24 აპრილის გავიდა - ანუ ნგრევიდან 1 თვის შემდეგ. ამჟამად, შენომა გორის მერიის ბალანსზეა.

კულტურის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი წერს, რომ მისი მუშაობის პერიოდში (2012-2014 წწ) შენობაში განთავსებული იყო სხვადასხვა წრეები და საკმაოდ აქტიურ კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.

შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადებული არაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები