ახალი ამბები
სოფელ არაშენდაში ამბობენ, რომ მათი მიწები სოფელ ახალდაბას უკანონოდ გადასცეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოსახლეობა აუქციონზე იმ მიწების გატანას აპროტესტებს, რომელიც მომიჯნავე სოფელ ახალდაბას ეკუთვნის.

საუბარია 25 ჰა მიწის ფართობზე, რომელსაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი აქვს.

მოსახლეობა ითხოვს, რომ მიწა არაშენდას დაუბრუნდეს, რადგან ეს ტერიტორია არაშენდას ეკუთვნოდა და არა ახალდაბას.

მერაბ მელანაშვილის განმარტებით, ახალდაბელები თანახმანი არიან, რომ მიწა გასხვისდეს, რასაც არაშენდელები ეწინააღმდეგებიან.


ფოტო: ტ/კ თრიალეთი


Print

სტატიის გამოყენების პირობები