ახალი ამბები
კალათბურთის რესპუბლიკურ ტურნირის გამარჯვებულთა სამეულში კასპის, გორისა და ხაშურის გუნდები მოხვდნენ
კასპში დასრულდა რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში.

სამეულში კასპის, გორისა და ხაშურის გუნდები მოხვდნენ.

პირველ ადგილზე გავიდა კასპის ,,კასპერი'', მეორეზე - გორის უნივერსიტეტის გუნდი. მესამეზე - ხაშური.

კასპელმა კალათბურთელებმა პირველ მატჩში ხაშურის გუნდი დაამარცხეს, ფინალური ორთაბრძოლა კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართეს.

გორელებმა ფინალამდე ახმეტის გუნდი დაამარცეს.

წლევანდელი ტურნირი კოტე ჩხარტიშვილის მემორიალურ ხსოვნას მიეძღვნა.


ფოტოზე: გორის უნივერსიტეტის გუნდი



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები