ახალი ამბები
გორის სოფელ ხიდისთავში სკვერის მოსაწყობი ტერიტორია არა აქვთ
გორის სოფელ ხიდისთავში შესაძლოა სკვერი გაკეთდეს, თუმცა ტერიტორიულად სად იქნება სკვერი, არ იციან.

ამის შესახებ სოფლის კრებაზე გადაწყვიტეს. ხიდისთავის თემში გვითხრეს, რომ დაახლოებით კრებას დაახლოებით 20 ადამიანი ესწრებოდა.

,,კრება ამ პატარა ოთახში ჩატარდა, რამდენიც დავეტიეთ, იმდენნი ვიყავით. პრიორიტეტებს შორის სკვერი დასახელდა, თუმცა ჯერ არ ვიცით, სად იქნება ეს სკვერი. მოსახლეობის ნაწილმა მოითხოვა ასევე სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გაკეთებაც. ვნახოთ, რომელიც პროექტი დამტკიცდება, ჯერ არ ვიცით'' - გვთხრეს ხიდისთავის თემში მერის წარმომადგენლის სპეციალისტმა.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სოფლისთვის 100 000 ლარი გამოიყო. მოსახლეობას შეუძლია მოითხოვოს ერთი ან ორი პროექტი. წარდგენილი პროექტები აგვისტოში დამტკიცდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები