ახალი ამბები
,,ნაცნობები და მეგობრები არ ჭრის'' - გორისა და ხაშურის პრესტიჟულ სკოლებში მოსახვედრად
პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ,,პრესტიჟულ სკოლებში'' ადგილები აღარაა. რეგისტრაცია დღეს დილიდან დაიწყო.

გორისა და ხაშურის ცენტრალური სკოლების დირექტორებმა უკვე გამოაცხადეს, რომ მათთან ადგილები აღარაა.

ხაშურისა და გორის რესურსცენტრების ხელმძღვანელები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სატელეფონო ზარებისგან თავი შეიკავონ:

,, ნაცნობები, მეგობრები, თანამდებობის პირები არ ჭრის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შენზეა დამოკიდებული მოასწრებ თუ არა რეგისტრაციას. ჩვენთან, სკოლების უმეტესობაში საკმარისზე მეტი თავისუფალი ადგილია. მაქსიმუმ 2 ან 3 სკოლაში შეიძლება გახდეს საჭირო ე.წ მოსწრებაზე რეგისტრაცია.'' - აღნიშნავს ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე.

განცხადებას ავრცელებს გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილიც: ,,ქალაქ გორის 12 საჯარო სკოლიდან 9 სკოლაში ამ ეტაპზე ადგილები არის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იმ სკოლაში, რომელშიც რეგისტრაცია ვერ მოასწარით, სატელეფონო ზარით და ვინმეს დახმარებით ვერ დარეგისტრირდებით. აირჩიეთ 9 სკოლიდან რომელიმე და დარეგისტრირდით, თორემ მერე აღმოაჩენთ, რომ მეორე პრიორიტეტად განსაზღვრულ სკოლაშიც შეიძლება აღარ დაგხვდეთ ადგილი.'' - აღნიშნავს ტერმაკოზაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები