ახალი ამბები
ხაშურში მოქალაქეს ფარულად 49 მორი, ხოლო ქარელში - ფიცარი გადაჰქონდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხაშურსა და ქარელში სამართალდარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ოპერაცია აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ხაშურში, მოქალაქე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, წიწვოვანი სახეობის 49 ერთეული მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა.

ამავე მუნიციპალიტეტში, სამართალდამრღვევს, უკანონოდ გადაჰქონდა 1,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ქარელის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეს ავტომანქანის ძარაზე 4,5 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი ჰქონდა განთავსებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები