ხაშურის სოფელ ხცისში 57 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს
შიდა ქართლის პოლიცია ხაშურის სოფელ ხცისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე
ინფორმაციას ავრცელებს.
დაკავებულია 34 წლის მამაკაცი, რომელმაც პრეს-სამსახურის ცნობით, 21
მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს.
57 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე
გარდაიცვალა.
,,სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად,
ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის
პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და
საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ
მკვლელობას გულისხმობს.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები