ახალი ამბები
ოსური ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისთვის პრეზიდენტმა ნაირა ბეპიევს ღირსების ორდენი გადასცა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოსური ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის ნაირა ბეპიევი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

მასთან ერთად დაჯილდოვნენ აფხაზური და ჩერქეზული ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის რიმა კინწურაშვილი და ლარისა ტუპცოკოვა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წარმოჩენილი ქართველი მთარგმნელების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველო ისტორიის განმავლობაში მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იყო.

,,ყველა მთარგმნელს გარკვეულწილად მაკავშირებელი ხიდის ფუნქცია გააჩნია, რომ ჩვენც გავაგებინოთ სხვებს თუ რა სიმდიდრე დევს ქართულ კულტურაში და ჩვენც გავიგოთ თუ რა სიმდიდრე არსბეობს სხვა კულტურებში.'' - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

სახელმწიფო ჯილდოები პრეზიდენტმა თარჯიმნებს ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე პირადად გადასცა
Print

სტატიის გამოყენების პირობები