ახალი ამბები
გორში ადამიანის უფლებათა ცენტრი გიწვევთ დისკუსიაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), ევროკავშირისა და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის (HRHF) ფინანსური მხარდაჭერით, რადიო „მოზაიკასთან“ პარტნიორობით ახორციელებს პროექტს "საქართველოში ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების შესახებ დისკუსია".

პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი გეგმავს დისკუსიების ციკლს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. შეხვედრებს გაუძღვება ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის კოორდინატორი/იურისტი ალექსი მერებაშვილი.

პირველი შეხვედრა გაიმართება 25 მაისს, 15 საათზე გორის დემოკრატიის სკოლის საკონფერენციო დარბაზში.

მისამართი: ქალაქი გორი, დ. ბერუაშვილის ქუჩა #12
Print

სტატიის გამოყენების პირობები