ახალი ამბები
შიდა ქართლში შშმ პირებთან მომუშავე პროფესიონალები ესწრებიან მასშტაბურ ტრენინგს
შიდა ქართლში მომუშავე პროფესიონალები, რომლებიც შშმ პირებთან მუშაობენ, ქობულეთში 6-დღიან ტრენინგში იღებენ მონაწილეობას.

ტრენინგს ესწრებიან საქართველოს კიდევ ორი რეგიონის - მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები.

კერძოდ,  მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების, ბავშვთა დაცვისა და ზრუნვის განყოფილების, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და შშმ პირებთან მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ცნობისათვის, 2022 წლის 27 მაისიდან, ქალაქ ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace-ში დაიწყო ,,საზოგადოება ბილიკისა" და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ერთობლივი პროექტის ,,დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ ფარგლებში ორგანიზებული ექვს დღიანი ინტენსიური ტრენინგი.


პროექტს ,,შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში“ ახორციელებს „საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, Slovak Aid –ის ფინანსური მხარდაჭერით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები