ახალი ამბები
წეროვნის დასახლების გუნდმა მოიპოვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში გაიმართა ოთხთა ტურნირი ფეხბურთში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასზე.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს შეხვდნენ კოდისა და ქარელის რ-ის ახალსოფლის გუნდები. ანგარიშით 6:1 გაიმარჯვეს კოდის ფეხბურთელებმა და დაიკავეს მესამე ადგილი.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ წეროვნისა და ნატახტარის გუნდები. ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა წეროვნის გუნდმა და დაეუფლა თასს.

ჩემპიონი გუნდი დააჯილდოვა ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ომარ ხუბაევმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები