ახალი ამბები
უფლისციხე ვიზიტორების რაოდენობის მხრივ უბრუნდება პანდემიამდელ პერიოდს
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

ტურისტული თვალსაზრისით, მუზეუმი პანდემიამდელ პერიოდს უბრუნდება. 

ასე მაგალითად:

იანვარი - 3135
თებერვალი - 2683
მარტი - 3734
აპრილი - 7 919

ჯამში მაისამდე 17471 ვიზიტორი ესტუმრა 

ადმინისტრაციის ცნობით, 70% უცხოელი ტურისტია, დანარჩენი ადგილობრივი ვიზიტორი.

რაც შეეხება გასულ, 2021 წელს, წლის განმავლობაში უფლისციხეს 78 900 ვიზიტორი ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო, მუზეუმი 2020 წლის გაზაფხულიდან 2021 წლის 1 მარტამდე დაკეტილი იყო.

2019 წელს, ვიზიტორების რაოდენობა 350 000-ს აღწევდა. 2018 წელს კი, მხოლოდ, აპრილის თვეში, 21 ათასი ვიზიტორი იყო რესგისტრირებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები