ახალი ამბები
მერები დააფინანსებენ პერსონალურ ასისტენტებს, რომლებიც შშმ პირებს მოემსახურებიან
შშმ პირებს ყავთ ან შესაძლოა ყავდეთ პერსონალური ასისტენტები, რომელთა მომსახურებას დააფინანსებს მუნიციპალიტეტები.

ამის შესახებ ინფორმაცია დასაქმების ეროვნულმა სააგენტომ მერებს უკვე აცნობა.

ახალი დადგენილების მიხედვით, რომელიც 2022 წლის 18 თებერვალს მიიღეს, მერები ვალდებულნი არიან შშმ პირების მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

დადგენილებით განსაზღვრულია, თუ ვინ შეიძლება იყოს პერსონალური ასისტენტი, რადგან აღნიშნული მომსახურების გაწევა ყველას არ შეუძლია.

პერსონალური ასისტენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

პერსონალური ასისტენტის მომსახურების წარმოდგენილი სტანდარტი არ ეხება განათლების სისტემაში პირის სპეციალიზებულ მომსახურებას და მხარადჭერას, რადგან აღნიშნული მიმართულება რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეგულაციებით. თუმცა, ასეთ მომსახურებებთან დაკავშირება და მომსახურების მიღებაში ხელშეწყობა შეიძლება იყოს პერსონალური ასისტირების ნაწილი.

დადგენილების მიხედვით, პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებლად კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული პირია (ორგანიზაციაა), რომელიც ასრულებს მუნიციპალიტეტის ორგანოს/დაწესებულების ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პერსონალური ასისტირების მომსახურებას.

დამატებითი ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები