ახალი ამბები
,,ვარკეთილი'' დამარცხდა ხაშურში / ივერია - ვარკეთილი 2:1
ხაშურის "ივერია"-მ დღეს გაიმარჯვა. მან ,,ვარკეთილი'' საკუთარ სტადიონზე 2:1 დაამარცხა.

მატჩი ჩატარდა რეგიონული ლიგის ფარგლებში, რომლის ლიდერი იყო ,,ივერია'' ჯერ კიდევ 2017 წელს. წელს ივერია რეგიონულ ლიგას დაუბრუნდა და გამარჯვებაც მოიპოვა.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გაიხსნა ახალი სტადიონიც.

,,ივერია'' - როგორც რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე გუნდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წლიურად 50 000 ლარის დაფინანსებას იღებს, რაც გუნდის განვითარებისთვის არასაკმარისია.

ამ მიზნით, ხაშურის მერის თენგიზ ჩიტიაშვილის ინიციატივით, გაიხსნა ფონდი. ფონდში შემოწირულობის შეტანა ყველა მსურველს შეუძლია. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები