ახალი ამბები
გორის თეატრს ირანელი მსახიობები ეწვევიან სპექტაკლით „მარშმელოუ“
4 ივნისს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს ეწვევიან ირანელი მსახიობები, რომლებიც წარმოადგენენ სპექტაკლს „მარშმელოუ“

ეს არის მონო სპექტაკლი - ქაღალდის თეატრი ბავშვებისა და ოჯახისთვის. თხრობა „შელ სილვერსტეინის" „ლაფკადიოს" მოთხრობიდან.

ესაა ლომის ისტორია ჯუნგლებში, რომელმაც იპოვა იარაღი და ისწავლა სროლა. ის ცნობილი მსროლელი გახდა. წავიდა ცირკში, იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო, თავი იგრძნო ადამიანად და... ეს არის ზღაპარი იდენტობის კრიზისებზე.

სპექტაკლს ქართულ ენაზე ფერეიდნელი ქართველი მსახიობი წარმოადგენს.

XX
Print

სტატიის გამოყენების პირობები