ახალი ამბები
ხაშურში ეპატიჟებიან მოზარდებს, ვისაც წითელ ხალიჩაზე გავლა და მოდების ჩვენებაში მონაწილეობის მიღება სურს
9 ივნისს ხაშურში ტარდება მოდების ჩვენება წითელ ხალიჩაზე, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, გოგონებს და ვაჟებს 1 წლიდან 18 წლის ასაკის ჩათვლით.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,არტ კაფეს'' წარმომადგენელი ნათია ტაბლიაშვილი ავრცელებს.

მისი განცხადებით, წითელ ხალიჩაზე გაიმართება მოდების ჩვენება, ფოტო-სესია, დიპლომებით დაჯილდოვებისა და ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები