ახალი ამბები
ძამის ხეობის ტყეში ტრაქტორი აღმოაჩინეს, რომლითაც ბრაკონიერები ხე-ტყეს ჩეხავდნენ
შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილია მუხლუხიანი ტრაქტორები, რომლებითაც მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვას ახორციელებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროდან გვაცნობეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ძამის სატყეო უბანში ნახეს, რომელიც ხაშურის სატყეო განყოფილებას ეკუთვნის.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები